ინფორმაცია
დღეს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების ბოლო დღეა. ბევრი რამ საინტერესო და საყურადღებო გავიგეთ ამ ტრენინგზე, რასაც მომავალში გამოვიყენებთ. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს საინტერესო ურთიერთობისათვის....
იზა დევიძე ჩემი ბლოგი
Saturday, July 12, 2014
Saturday, July 5, 2014
- პროექტის სახელწოდება: ,, ოპერა - სიმღერით თქმის ხელოვნება”
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2- წინადადებით: ოპერის ჟანრის პოპულარიზაცია, ქართული ოპერის ჩასახვის ისტორია, მისი პირვანდელი და დღევანდელი სახე.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა:
- ცოდნის კონსტრუირება და ინტეგრირება,
- შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა,
- სმენითი ყურადღების კონცენტრირება,
- შეძენილი ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენება,
- ესთეტიკური გემოვნების განვითარება.
- პროექტის მიზნები: კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ოპერის წარმოშობის ისტორიას საქართველოში. საოპერო კომპოზიტორების და შემსრულებლების შემოქმედებას , მოისმენენ და გაეცნობიან საოპერო სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს, შეაფასებენ ცნობილი საოპერო თეატრების არქიტექტურას, დაესწრებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლს, შეხვდებიან რომელიმე საოპერო მომღერალს.
- მონაწილეთა ასაკი: VI-VII-VIII კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოძიებული მასალის საფუძველზე შეიქმნება ელექტრონული ვერსია ,,ოპერა - სიმღერით თქმის ხელოვნება”, ჟანრის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყობა ,,მინი ოპერა” სკოლაში, ჩატარდება ვიქტორინა მუსიკის თემაზე, გააფორმდება ალბომი, სადაც განთავსდება მოძიებული მასალა: სტატიები და ფოტოსურათები. მოსწავლეები გააფორმებენ სტენდს ,,საოპერო თეატრის არქიტექტურის თავისებურებები”. ყველაფერი ეს შემდეგში გამოყენებული იქნება, როგორც სასწავლო რესურსი.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და აპარატურა, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, მარკერები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება
მოსწავლეები შეისწავლიან ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიას,
როდის და ვინ შექმნა პირველი საოპერო სპექტაკლი. შეიქმნება ცნების რუკა.
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად
განვითარების რა გზა გაიარა ქართულმა ოპერამ, რა როლს ასრულებდა და ასრულებს ოპერა ადამიანის ცხოვრებაში. მოისმენენ ფრაგმენტებს ცნობილი ქართული ოპერებიდან. გაეცნობიან ქართული ოპერის ვარსკვლავებს, მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
- დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა
პოპულარიზაციას გაუწევენ ოპერას, როგორც მუსიკალურ ჟანრს. ჩამოყალიბდებიან კარგ მსმენელებად.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის განხორციელებით მონაწილეები გაიმდიდრებენ ცოდნას ისტორიაში, ქართულ ლიტერატურასა და ფოლკლორში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარებასა და გამოყენებაში.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): იზა დევიძე
- ხელმძღვანელის ელფოსტა: izadevidze25@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: izadevidze.blogspot.com
Subscribe to:
Comments (Atom)